ლეგიონი გუშინ: გიორგი არაბიძის დებიუტი და გიორგი გადრანის გაძევება

AutoSharing Option
27 ოქტომბერს ევროპულ სტადიონზე რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ქვეყნის თასსა და ჩემპიონატში ითამაშა.

დონეცკის "შახტარის" მთავარ შემადგენლობაში 17 წლის ქართველი შემტევის, გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. უკრაინის თასის საპასუხო მერვედფინალში დონეცკელებმა 4:0 მოუგეს "ტერნოპოლს" (საერთო ჯამში - 9:0). სასიხარულოა, რომ გიორგიმ მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 3:1 სძლია "ჰელიოსს" (პირველი მატჩი - 2:0). ქართველს არ უთამაშია.

"ჩერნომორეცმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ვორსკლასთან" (პირველი მატჩი - 0:1). სტუმართა შორის 87-ე წუთზე გააძევეს ქართველი მცველი გიორგი გადრანი. სტუმართა შორის განაცხადში არ ყოფილა
დავით ხოჭოლავა
.

* * *
დანიის თასის მერვედფინალი იოლად დაძლია ქართველების "ორჰუსმა" - მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გარეშე ქვედალიგელი "რიშოი" 3:0 დაამარცხა.

* * *
ბელგიის ჩემპიონატში "გენკმა" თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე სტუმრად 2:3 წააგო "ოსტენდესთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული