ლუჩესკუმ გიორგი არაბიძე უკრაინის ჩემპიონატშიც ათამაშა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, უკრაინის ჩემიონატში 17 წლის გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ქართველი ფორვარდი მე-13 ტურის მატჩში, ლუგანსკის "ზორიასთან" ათამაშა.

"შახტარმა" "ზორია" ანგარიშით 7:1 გაანადგურა, არაბიძე კი თამაშში 75-ე წუთიდან, ბრაზილიელი ფრედის ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ანგარიში 4:1 იყო.

ლუგანსკელთა შემადგენლობაში მოედანზე 70 წუთი გაატარა ჯაბა ლიპარტიამ.

"შახტარი" 31 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო "ზორია" 22 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ არაბიძის დებიუტი უკრაინული გრანდის მთავარ გუნდში მანამდე
თასის გათამაშები 1/8-ფინალში, "ტერნოპოლთან" შედგა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იშვიათად ხდება უცხოელ მწვრთნელს ქართველი,ამ ასაკის ფეხბურთელი მოსწონებოდეს.ამას გაფრთხილება სჭირდება არაბიძის მხრიდან, უნდა მოინდომოს უკიდურესობამდე და თავში არ აუვარდეს...
status quo
12:06 01-11-2015
0
Axla mtavaria qartuli senit ar daavaddes. Warmatebebi giorgis
Givi
04:09 01-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული