"შახტარის" კაპიტანი დარიო სრნა: გიორგი არაბიძე ტოპ-დონის ფეხბურთელია!
AutoSharing Option
30 ოქტომბერს, უკრაინის ჩემპიონატში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. მე-13 ტურის მატჩში "შახტარი" "ზორიას" დაუპირისპირდა და 7:1 დაამარცხა. 17 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში დონეცკელთა ხორვატმა კაპიტანმა დარიო სრნამ არაბიძეზე ისაუბრა.
"არაბიძე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ გუნდურ თამაშს უნდა მოუმატოს. თუ მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ის ტოპ-დონის ფეხბურთელია".