"შახტარის" კაპიტანი დარიო სრნა: გიორგი არაბიძე ტოპ-დონის ფეხბურთელია!

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, უკრაინის ჩემპიონატში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. მე-13 ტურის მატჩში "შახტარი" "ზორიას" დაუპირისპირდა და 7:1 დაამარცხა. 17 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში დონეცკელთა ხორვატმა კაპიტანმა დარიო სრნამ არაბიძეზე ისაუბრა.

"არაბიძე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ გუნდურ თამაშს უნდა მოუმატოს. თუ მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ის ტოპ-დონის ფეხბურთელია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი თუ თAმამიც არის და ბურთს ადვილად ვერ ელევა. მთავარია არ იზარმაცოს და დაიხვეწება
levani
03 ნოემბერი 2015 12:06
0
პასს თუ არ მისცემთ გუნდურად, როგორ ითამაშებს?
giorgi
02 ნოემბერი 2015 13:52
0
ვეთანხმები llcl-ს აბსოლუტუურად
bacho
31 ოქტომბერი 2015 20:57
0
წარმატებები გიო, ღმერთმა დაგლოცოს და რჩევა არავისგან იუკადრისო, იყავი თავმდაბალი და დაუჯერე შენზე გამოცდილებს, ეს მხოლოდ შენთვის და შენი კარიერისათვის იქნება კარგი
llcl
31 ოქტომბერი 2015 13:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული