"შახტარის" კაპიტანი დარიო სრნა: გიორგი არაბიძე ტოპ-დონის ფეხბურთელია!

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, უკრაინის ჩემპიონატში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. მე-13 ტურის მატჩში "შახტარი" "ზორიას" დაუპირისპირდა და 7:1 დაამარცხა. 17 წლის ქართველი ფორვარდი მოედანზე 75-ე წუთიდან გამოჩნდა.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში დონეცკელთა ხორვატმა კაპიტანმა დარიო სრნამ არაბიძეზე ისაუბრა.

"არაბიძე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ გუნდურ თამაშს უნდა მოუმატოს. თუ მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ის ტოპ-დონის ფეხბურთელია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
პასს თუ არ მისცემთ გუნდურად, როგორ ითამაშებს?
giorgi
13:52 02-11-2015
0
წარმატებები გიო, ღმერთმა დაგლოცოს და რჩევა არავისგან იუკადრისო, იყავი თავმდაბალი და დაუჯერე შენზე გამოცდილებს, ეს მხოლოდ შენთვის და შენი კარიერისათვის იქნება კარგი
llcl
13:00 31-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული