"ლოკომოტივი" ქართველის გოლით გავარდა - ვინ არის მუნდიალზე მეოცნებე გიორგი ჯიქია?

AutoSharing Option
29 სექტემბერს, მოსკოვში, "ლოკომოტივმა" რუსეთის თასის 1/8-ფინალში პერმის "ამკარი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. სტუმრები შემდგომ ეტაპზე წარმოშობით ქართველ გიორგი ჯიქიას მიერ 57-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.

ეს 21 წლის ფეხბურთელი რუსეთში იზრდებოდა. ჯიქია მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, შორიდან სახიფათოდ დაარტყა, შეტევებში მუდმივად ერთვებოდა და, რაც მთავარია, ულამაზესი გოლიც გაიტანა - საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან დანიშნული ჯარიმა ცაციათი უძლიერესად "გაისროლა" და ბურთი "ლოკომოტივის" კარის "ცხრიანში" დააჭედა.

"აი, დარტყმა! დედა! ბურთი თვითმფრინავივით გაფრინდა: ჯერ დაბლა, მერე კი - მაღლა"! - აღტაცებას
ვერ მალავდა კომენტატორი.

ცხადია, დავინტერესდით, ვინაა ეს ბიჭი. მისი მატჩისშემდგომი კომენტარებიდან ამაზე წარმოდგენას ნაწილობრივ მაინც შეიქმნით.

"ასეთ დარტყმებზე გუნდში ვვარჯიშობდი და გაჯი გაჯიევმა მითხრა, რომ საჯარიმო მე შემესრულებინა. ის დღეს 70 წლის გახდა და გამიხარდა, გოლით რომ მივულოცე. სასიამოვნოა, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე და გავუტანე, სადაც ბავშვობიდან ვიზრდებოდი. უკვე დამირეკა პირველმა მწვრთნელმა და მომილოცა", - ამბობს ჯიქია.

მისი კომენტარიდან გაირკვა, რომ რუსეთის ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს. ჯიქიამ "ლოკომოტივთან" პერმელთა მეკარის, ალექსეი სელიხოვის კარგი თამაში აღნიშნა და ამ დროს გაამხილა:

"ყოჩაღ, სელიხოვმა ძალიან კარგად ითამაშა. ის მთელმა გუნდმა შევაქეთ. ორივეს ერთი მიზანი გვაქვს - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ".

Sportall.Geგერმანულ ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტზე" გიორგი ჯიქიას გრაფაში რუსეთისა და საქართველოს დროშას ვხედავთ, ანუ მას ერთდროულად ორი მოქალაქეობა აქვს.

21 წლის ჯიქია რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, მარცხენა ფლანგზე თამაშობს და წესით, პერსპექტივაში საინტერესო მოთამაშე უნდა იყოს.

რუსული ინტერნეტგამოცემა sports.ru-ს წერილიდან კი სხვა საინტერესო ამბავი შევიტყვეთ:

"ერთადერთი გოლი გიორგი ჯიქიამ გაიტანა, რომელიც 10 წელი რკინიგზელთა საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა და მეორე დივიზიონში "ლოკომოტივი 2"-ის კაპიტანი გახლდათ.

მერე ნალჩიკში წავიდა და როცა იჯარის ვადა ამოიწურა, ესპანურ "ხეტაფეში" მოხვედრა შეეძლო, თუმცა "ხიმკიში" გადავიდა.

საინტერესოა, რომ ძერჟინსკშიც ყოფილმა ლოკომოტიველებმა, ევგენი ხარლაჩოვმა და ოლეგ პაშინინმა მიიწვიეს. ეს უკანასკნელი ახლა მოსკოვურ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანაშემწეა, რომლის გუნდიც ჯიქიას გოლით დამარცხდა".

საინტერესოა, რომ შარშან ანდრეი გორდეევმა გიორგი რუსეთის პირველი ლიგის ნაკრებში მიიწვია. ეს გუნდი ამხანაგურად იტალიის სერია B-ს ნაკრებს შეხვდა და 3:3 ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ის 82-ე წუთზე შეცვალეს. მის გვერდით ითამაშეს გორის "დილას" ყოფილმა თავდამსხმელმა მიხეილ გორელიშვილმა და თემურ ბუკიამ. ეს უკანასკნელი ასტრახანის "ვოლგარის" 21 წლის ნახევარმცველია, რომელმაც გასულ წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტქვენი მესმის ტქვენი მარჩენალის კურსის გამტარებელს აქებტ რადგან ტქვენთვის მოგალატეობა ჩვეულებრივი ამბავია
gaga
00:28 03-11-2015
0
არავის სახვეწნი არ უნდა იყოს ნაკრებში თამაში. თუ დაიმსახურებს უნდა გამოიძახონ ნაკრებში და მერე მან გადაწყვიტოს
ზურა
23:30 02-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული