რომან ჭანტურიამ რომის "ლაციოს" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 წლის რომან ჭანტურია "ემპოლის" დუბლებში ისე კარგად თამაშობს, რომ არ გაგვიკვირდება, თუ მას პირველ გუნდში გადაიყვანენ.

პრიმავერას ჩემპიონატში "ემპოლიმ" 3:1 დაამარცხა რომის "ლაციო". ტოსკანელთა სამივე გოლი რომან ჭანტურიას ანგარიშზეა და სამივე ერთმანეთზე უკეთესი.

ქართველ ფორვარდს იტალიის დუბლების ჩემპიონატში 5 მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა.

iltirreno სტატიას დუბლების თამაშზე ასეთი სათაურით აქვეყნებს: "ციკლონმა, სახელად ჭანტურიამ, "ლაციო" წალეკა".

შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" მთავარი გუნდის წევრია ლევან მჭედლიძე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ბოლოს კარგი ამბები მოდის.
tomas
16:26 02-11-2015
0
ეს ახალი თაობაა, ოპტიმისტი და მიზანდასახული, ლამფის შუქზე გაზრდილ თაობას არ ჰგავს და კარგად იციან რაც უნდა აკეთონ, ქართული ფეხბურთი მალე სერიოზულ შედეგებს დადებს, წარმატებები ბიჭებო.
ააა
17:05 02-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული