ჯაბა კანკავა "რეიმსს" ვერც ლიგა 1-ის მორიგ ტურში დაეხმარება

AutoSharing Option
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც ბარძაყის ტრავმის გამო უქმობს, "რეიმსს" ვერც 7 ნოემბერს, "გაზელეკ აიაჩოსთან" მატჩში დაეხმარება.

ქართველის გუნდი ჩინებული სტარტის შემდეგ ღრმა კრიზისშია - ოქტომბერში ჩატარებული ხუთივე თამაში წააგო (აქედან ერთი ლიგის თასზე) და ახლა სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-13 ადგილზეა.

ჯაბამ ბოლოს "რეიმსში" "ლიონთან" შეხვედრაში ითამაშა 3 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის მერე კი ტრავმა მიიღო. ფაქტია, ქართველის გარეშე "რეიმსმა" ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი დათმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული