ლევან მჭედლიძე ვერც ტურინის "იუვენტუსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
8 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში "ემპოლი" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს.

იტალიური მედიის ცნობით, ტრავმირებული ლევან მჭედლიძე, რომელმაც უკვე გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ამ შეხვედრისთვის ბოლომდე მწყობრში ჩადგომას ვერ ახერხებს.

სრული დატვირთვით ვარჯიშს ლევანი მხოლოდ მომდევნო კვირიდან შეძლებს - წერს iltirreno.

მაშ ასე, 7 სექტემბერს სანაკრებო მატჩში ტრავმირებული ლევან მჭედლიძის მოედანზე დაბრუნებას სანაკრებო პაუზის მერე, 22 ნოემბერს უნდა ველოდოთ, როცა ტოსკანურ დერბიში "ემპოლი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული