იტალიური მედიის ცნობით, ტრავმირებული ლევან მჭედლიძე, რომელმაც უკვე გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ამ შეხვედრისთვის ბოლომდე მწყობრში ჩადგომას ვერ ახერხებს.
სრული დატვირთვით ვარჯიშს ლევანი მხოლოდ მომდევნო კვირიდან შეძლებს - წერს iltirreno.
მაშ ასე, 7 სექტემბერს სანაკრებო მატჩში ტრავმირებული ლევან მჭედლიძის მოედანზე დაბრუნებას სანაკრებო პაუზის მერე, 22 ნოემბერს უნდა ველოდოთ, როცა ტოსკანურ დერბიში "ემპოლი" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.