მასპინძელთა კარში ნუკრი რევიშვილი იდგა, ხოლო მამუკა კობახიძეს, რომელიც კვლავაც სათადარიგო იყო, თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცემია.
ქართველების გუნდმა, რომელიც სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაშია, ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ახლა "მორდოვიას" 12 ქულა აქვს და ბოლოდან მესამე, მე-14 ადგილზეა.