დავით ხოჭოლავა: არის "ამკარიც" და სერბული ვარიანტიც...

AutoSharing Option
22 წლის დავით ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეცისთვის" ფასეული ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში რომ წააგო, სოციალურ ქსელებში ხშირად ახსენეს ხოჭოლავა - სამომავლოდ ნაკრებს ძალიან გამოადგებაო... ეს ნაკრების მწვრთნელის საქმეა. ისე კი, დღეს მისი თაობის ბიჭები ეროვნულ გუნდში ლიდერობას ეჩვევიან...

როგორც შევიტყვეთ, ხოჭოლავათი რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. გუშინ "ჩერნომორეცის" მცველს უკრაინაში დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

"ოდესის "ჩერნომორეცში", პრაქტიკულად, ყველა შეხვედრა ჩავატარე. ეგ არის, ცოტა ხნის წინათ ამხანაგურ შეხვედრაში დავშავდი და, შესაძლოა, უახლოესი 3 მატჩი გამიცდეს. ახლა გამოკვლევის პასუხს ველოდები. საზარდული ვიტკინე...

"ჩერნომორეცთან"
1+1 სისტემით მაქვს კონტრაქტი და ჯერ არ ვიცი, რა იქნება. დიახ, ვადასტურებ - არის ინტერესი სხვა გუნდისგან, კერძოდ, "ამკარისგან", მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ არაოფიციალურ, სატელეფონო საუბრების დონეზეა...

არის ინტერესი სერბეთიდანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ არ დავკონკრეტდები. სეზონი მიდის. მოვა ამაზე საუბრის დროც...

ეროვნულ ნაკრებში? ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ცდას არ დავაკლებ, რომ ქვეყნის მთავარ გუნდში მოვხვდე. დღეს საქართველოს ნაკრებში თანდათან წამყვან პოზიციებზე გამოდიან ჩემი მეგობრები - ის ბიჭები, ვისთან ერთადაც გავიზარდე. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხადაძე დინამოს ინაღდებ და მისი ფეხბურთელები ნაკრებში მიგყავს? ეს ხოჭოლავა ჩხერიმელაში თამაშობს და ნაკრების ღირსი არაა?
დანამა
12:25 19-11-2015
0
დათი ნაკრებში გამოიძახე კახუჩეეელააააააა:)))))
ტომკრუზისძმისშვილი
09:40 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული