ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

ვაკო "მეტალურგის" ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. ახალგაზრდულ გუნდში გვილიამ 41 შეხვედრა ჩაატარა და თავი 8-ჯერ გამოიჩინა.

"მეტალურგის" პირველი გუნდის შემადგენლობაში "ზუგდიდის" აღზრდილს დებიუტი 2014 წლის 15 აგვისტოს, "დნიპროს" წინააღმდეგ ჰქონდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა პირველ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით უცნობია, სად აპირებს ვაკო გვილია კარიერის გაგრძელებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული