voetbalnieuws.be: თორნიკე ოქრიაშვილს "გენკიდან" იანვარში გაუშვებენ

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი ძალიან ახლოსაა "გენკიდან" წასვლასთან.

"როგორც ჩანს, იანვარში "გენკში" დიდი გასუფთავება იგეგმება. ერთ-ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი, თორნიკე ოქრიაშვილი, სავარაუდოდ, იანვარში დატოვებს გუნდს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობა მალე შეატყობინებს თავად ფეხბურთელს.

ნახევარმცველმა ორშაბათის ვარჯიში გამოტოვა, ავადმყოფობის მიზეზით. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან პეტერ მაესის ხელში ოქრიაშვილს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა.

ტექნიკური დირექტორი დიმიტრი დე კონდე მალე შეხვდება ფეხბურთელსა და მის აგენტს.

სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს დაშორდებიან. ფეხბურთელი, რომელიც ერთი წლის წინათ "გენკს" 1,8 მილიონი ევრო დაუჯდა, ამის
მერე, ოქრიაშვილმა ძალიან ცოტა საინტერესო შემოგვთავაზა "კრისტალ არენაზე".

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ოქრიაშვილი "ჩერნომორეციდან" გადავიდა "გენკში". ამის მერე მან 32 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. მას 2017 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი "გენკთან".

"გენკში" კიდევ ერთი ქართველი ირიცხება, ლუკა ზარანდია.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არსენალისთვის ცოდოა ზვიად, ამას მინიმუმ რეალი ან ბარსელონა ეკუთვნის, ისეთი შრომის მოყვარეა. სავარჯიშო ბაზიდან ვერ აგდებენ თურმე იმდენს ვარჯიშობს
zviad-ს
25 ნოემბერი 2015 20:54
0
რატომ აწვალებთ? არ უნდა ამას ფეხბურთელობა
vova
25 ნოემბერი 2015 17:55
0
ოქრიაშვილი დინამო თბილისში და ლიგაზე...
11
25 ნოემბერი 2015 14:16
0
3 დ სათვალე რომ გაიკეთო მისი ტალანტი გამოჩნდება რო?
პეტ პეტერსონ ბენკსი
25 ნოემბერი 2015 14:04
0
Ise mgoni ceria avadmyopobis gamo ver gamocxaddao da ratom ezaxit udisciplinos ver vgebulob.robotad tu ver gadaiqca imas ar nishnavs rom pecburteli araa!tu ki dges qartveli pexburts tamashobs es oqriaShvilia da tanac is mxolod23 clisaa jer.arsenalis gulshematkivari var da gamexardeboda tu gadavidoda arsenalshi!წარმატებები ოქრის!
zviad
25 ნოემბერი 2015 13:57
0
გთხოვთ არ დამბლოკოთ.

ე ბიჭო დაანებრთ თავი ... წერასმ
ეს კაცი არ არის ფეხბურთელია და ამის ადგილი არ არის ეროვნულ ნაკრებში, ამას რა უნდა თვითონ არ იცის და ჩვენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩვენი ტკივილი გვეყოფა და ამას კიდევ ნუ გვიმატებთ. წავიდეს და ქინქლაზეს მიუჯდეს ნახავენ საერთო ენას
dude
25 ნოემბერი 2015 13:23
0
ვინ არის ტალანტი ? ტალანტი ქვია შემდგარ ადამიანს უპირველესად , თუნდაც ერთ სფეროში . ამას შემდგარი ქვია რაიმეში? ქინქლაძეს რომ ადარებთ , ქინქლაძემ 2-3 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშა , ნებისმიერ გუნდში ძირითადში იქნებოდა. ამან სად ითამაშა? ერთი -ორი გოლი გაუვარდა და ტალანტად მონათლეს . ....
gerchi
25 ნოემბერი 2015 12:55
0
ლაპარაკობთ ტალანტზე და გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე.... ლიდერზე, რომელმაც ევროპის საშუალოზე საშუალო გუნდშიც კი ვერ დაიმკვიდრა ადგილი, თუ რამით დაგვამახსოვრა თავი, უდისციპლინობით და სხვადასხვა გადაცდომებით. პატარაც არ ეთქმის უკვე და ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველაფერი წინ აქვს. პროფესიონალიზმი რომ აკლია, ამასაც ყველა თვალნათლივ ვხედავთ. რომ გადადიოდა, ყველა ტრამპლინად განიხილავდა მისთვის ბელგიის ჩემპიონატს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ უბრალოდ ვერ გაქაჩა. ძალიან დასანანია, თუმცა წარმატების მეტს ვერაფერს ვერ ვუსურვებთ ამ ადამიანს.
Lasha
25 ნოემბერი 2015 10:50
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს თორნიკეს, ის მართლაც ტალანტია, მაგრამ.........
ბიბი
25 ნოემბერი 2015 09:59
0
ვფიქრობ ნაკრებიც ყურადღებას უნდა აქცევდეს ფეხბურთელის უდისციპლიონობას, ანუ ფეხბურთელი რომელიც კლუბში უდისციპლინობით იქცევა ის არ უნდა გამოიძახო ნაკრებში მარტო იმიტომ რომ ლეგიონერია.
გიორგი
25 ნოემბერი 2015 01:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული