ალბათ, გაგიკვირდებათ, ყენია ტრავმირებულია, ბოლოს მან 1-ელ ნოემბერს ითამაშა "ტეპლიცესთან" 90 წუთი და შემდეგ ვარჯიშზე ხელი მოიტეხა.
სადისციპლინო კომიტეტმა 23 ოქტომბრის მატჩის, "სლავია"-"ოლომოუცის" (0:2) ინციდენტი განიხილა, რომელშიც ჩვენებურმა ყვითელი ბარათი მიიღო 56-ე წუთზე. ყენია სტუმართა ფორვარდ დავიდ ჰუსკას ეუხეშა.
გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ფეხბურთელს მისი გასაჩივრება შეუძლია. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში ახლავე შევა, 2015 წელს ყენიას თამაში აღარ მოუწევს, რადგან სულ სამი ტური რჩება ზამთრის პაუზამდე.