ალექსანდრე იაშვილი "ფრაიბურგის" ყველა დროის 10 საუკეთესო შემტევში დასახელდა

AutoSharing Option
გერმანულმა გამოცემა 90min.com-მა "ფრაიბურგის" ყველა დროის 10 საუკეთესო შემტევის ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ათეულში ალექსანდრე იაშვილიც მოხვდა.

იაშვილი "ფრაიბურგში" 1997-2007 წლებში თამაშობდა და 255 მატჩში 51 გოლი შეაგდო.

აი, 90min.com-ის მიერ დასახელებული ათეული: 1. ნილს პეტერსენი; 2. პაუა დემბა სისე; 3. სულეიმან სანე; 4. მაქს კრუზე; 5. როდოლფო კარდოსო; 6. მოჰამედ იდრისუ; 7. უვე შპისი; 8. ადმირ მეჰმედი; 9. ალექსანდრე იაშვილი; 10. ქარიმ გედე.

ამჟამად, ალექსანდრე იაშვილი თბილისის "დინამოს" თავდასხმის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული