ირაკლი სირბილაძე: თავისუფალი აგენტი ვარ, დიდი ალბათობით, ისევ ფინეთში დავრჩები

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძესა და ფინურ "კუოპიოს" შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დასრულებულია. როგორც ირკვევა, ქართველ ფეხბურთელს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

33 წლის სირბილაძე ბოლო ფინურ სეზონში "კუოპიოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. საუკეთესო პერიოდი კი ირაკლიმ ტურკუს "ინტერში" გაატარა, სადაც ჩემპიონატის ბომბარდირი და გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.

გუშინ "ლელო" სირბილაძეს ფინეთში შეეხმიანა:

"უკვე თავისუფალი აგენტი ვარ და, შესაბამისად, ახალ გუნდში გადავალ. ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად ვითამაშებ, მაგრამ დიდი ალბათობით, ისევ ფინეთში დავრჩები", - გვითხრა სირბილაძემ, რომელმაც გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 3
გოლი გაიტანა.

ის უკვე მრავალი წელია, ფინეთში თამაშობს, იქაურ ფეხბურთში დიდი ავტორიტეტი აქვს და წესით, ახალი გუნდის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული