33 წლის სირბილაძე ბოლო ფინურ სეზონში "კუოპიოს" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. საუკეთესო პერიოდი კი ირაკლიმ ტურკუს "ინტერში" გაატარა, სადაც ჩემპიონატის ბომბარდირი და გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.
გუშინ "ლელო" სირბილაძეს ფინეთში შეეხმიანა:
"უკვე თავისუფალი აგენტი ვარ და, შესაბამისად, ახალ გუნდში გადავალ. ჯერ ზუსტად არ ვიცი, სად ვითამაშებ, მაგრამ დიდი ალბათობით, ისევ ფინეთში დავრჩები", - გვითხრა სირბილაძემ, რომელმაც გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 3
ის უკვე მრავალი წელია, ფინეთში თამაშობს, იქაურ ფეხბურთში დიდი ავტორიტეტი აქვს და წესით, ახალი გუნდის მოძებნა არ უნდა გაუჭირდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"