თორნიკე ოქრიაშვილმა "გენკში" ვარჯიში განაახლა

AutoSharing Option
ლუკა ზარანდიამ ბელგიური "გენკის" დუბლების შემადგენლობაში ითამაშა, ქართველის გუნდი "სენტ ტრუიდენთან" 1:2 დამარცხდა. 19 წლის ზარანდიამ, რომელიც მენისკის ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა ჩადგა მწყობრში, მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად ითამაშა.

ამასობაში, nieuwsblad.be-ს ინფორმაციით, "გენკის" სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც წინა დღე გრიპის სიმპტომით გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიურ პრესაში წერდნენ, რომ თორნიკე "გენკში" სათამაშო პრაქტიკის სიმცირის გამო თავს კარგად ვერ გრძნობს, ხოლო თავის მხრივ, კლუბი მასთან დაშორებას იანვარში აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული