თემურ ქეცბაიას გერმანიაში ოტო რეჰაგელი ესტუმრა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი გერმანიაში იმყოფება, სადაც ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩისთვის ემზადება - 26 ნოემბერს თემურ ქეცბაიას გუნდი გელზენკირხენის "შალკეს" ეთამაშება.

სტუმრებს სასტუმროში სიურპრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა გაუკეთა, რომელმაც აპოელ-ს მიაკითხა.

გვიან საღამოს რეჰაგელი ქართველ სპეციალისტსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ რეჰაგელმა საბერძნეთის ნაკრებს ევრო 2004 მოაგებინა.

რეჰაგელი ამჟამად 77 წლისაა, ის ბოლოს 2012 წელს წვრთნიდა გუნდს (ჰერტა).

შეგახსენებთ, რომ აპოელ-ი 3 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო "შალკე" 8 ქულით ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული