სტუმრებს სასტუმროში სიურპრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა გაუკეთა, რომელმაც აპოელ-ს მიაკითხა.
გვიან საღამოს რეჰაგელი ქართველ სპეციალისტსაც გაესაუბრა. შეგახსენებთ, რომ რეჰაგელმა საბერძნეთის ნაკრებს ევრო 2004 მოაგებინა.
რეჰაგელი ამჟამად 77 წლისაა, ის ბოლოს 2012 წელს წვრთნიდა გუნდს (ჰერტა).
შეგახსენებთ, რომ აპოელ-ი 3 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო "შალკე" 8 ქულით ლიდერია.