სტუმართაგან ეს ერთადერთი გოლი, 64-ე წუთზე, სწორედ საქართველოს ნაკრების მეკარემ გაიტანა 11-მეტრიანი დარტყმით! მანამდე კი, მე-14 წუთზე, 25 წლის მაკარიძემ თავად მოიგერია პენალტი.
ასე რომ, ის მატჩის სრულფასოვანი გმირია!
გუშინვე ამავე ლიგაში "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ატლეტიკო". გამარჯვებულთა ქართველი მოიერიშე ავთო ებრალიძე 39-ე წუთზე შეცვალეს.
ეს ალბათ იმიტომ, რომ სტუმრები ნაადრევად დარჩნენ კაცნაკლულნი და მწვრთნელმა, შემტევი ებრალიძის ხარჯზე, ნახევარდაცვის გაძლიერება სცადა.
* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა ენერგია" სტუმრად დამარცხდა "სიბირთან" - 1:2. ხაბაროვსკელთა რიგებში არ უთამაშია დისკვალიფიცირებულ გოჩა ხოჯავას, განაცხადში არც მეორე ქართველი - კახა ალადაშვილი ყოფილა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"