"რუბინის" მწვრთნელი: საბა კვირკველიას ლიდერობისთვის გამოცდილება აკლია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ჩალი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის წინ, რომელსაც მისი გუნდი შვეიცარიული "სიონის" წინააღმდეგ დღეს, 26 ნოემბერს გამართავს, ჟურნალისტებს ესაუბრა.

"რუბინის" თავკაცს ჟურნალისტებმა საქართველოს ნაკრების მცველზე, საბა კვირკველიაზეც ჰკითხეს.

- რამდენად იმოქმედა გუნდზე ცეზარ ნავასის წასვლამ?
- ცეზარი დიდი დანაკლისია. შეტევა ცენტრალური მცველით იწყება. ნავასი სუპერფეხბურთელია, რომელსაც როგორც შეტევის დაწყება, ისე დაცვაში ლიდერობა შეუძლია. ის ნამდვილი ლიდერია.

- საბა კვირკველია არ არის ჯერ მზად ამ ფუნქციის
შესასრულებლად?

- კვირკველია მშვენივრად თამაშობს და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ამას ვხედავთ, მაგრამ საჭიროა გამოცდილებაც. ნავასი მასზე ნელი იყო, მაგრამ ბევრად გამოცდილი. ის "რეალის" სკოლიდან მოდიოდა. ნავასი და კვირკველია ერთად ძალიან კარგ დაცვის ხაზს წარმოადგენდნენ. საბა ძალიან კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია.

ყაზანის "რუბინის" და "სიონის" შეხვედრა დღეს, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 4 ტურის შემდეგ ყაზანელები 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებენ, "სიონი" კი 8 ქულით პირველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული