გიორგი ქინქლაძის მანჩესტერული კარიერა 10 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟურნალ FourFourTwo-ს ვებსაიტმა გამოაქვეყნა YouTube-ზე დადებული საფეხბურთო ოსტატობების ვიდეორგოლების სტატია-ცნობარი. ფეხბურთის უმაღლესი კლასის ოსტატთა ვიდეორგოლებს შორის მოხვდა გიორგი ქინქლაძის საუკეთესო მოძრაობების კრებულიც - "გიორგი "ქინქი" ქინქლაძე - "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა".

აი, რას წერს გამოცემა ამ კლიპზე: "გიორგი ქინქლაძის სამი სლალომიანი სეზონი "მანჩესტერ სიტიში" ამ 10-წუთიან რგოლშია ჩატეული. აქ არ არის ნელი გამეორებები და ვიდეოები სხვა კამერით. უბრალოდ, კლიპი კლიპს მიბმულია".

სხვათა შორის, პრემიერლიგაში 28 ნოემბერს "სიტი"-"საუთჰემპტონია". ქართველმა კი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი სწორედ "საუთჰემპტონს" გაუტანა. sbnation.com-ზე მატჩისწინა სტატიაში სწორედ ეს გოლი
გაიხსენეს:

"თითქმის ოცი წლის წინათ გარი ფლიტკროფტმა თავისი ბოლო მატჩი ითამაშა "სიტის" მაისურით. იმ თამაშში პატარა ქართველმა გიორგი ქინქლაძემ ზღაპრული სოლო-გოლი გაუტანა "საუთჰემპტონს". გიორგი ჩვენი მარგალიტი იყო, როგორიც ახლა დავიდ სილვაა. ვისაც ეს გოლი არ უნახავს YouTube-ზე, წინ დიდი სიამოვნება ელის", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა კარგი სანახავია ის, რასაც ქინქლაძე მოედანზე აკეთებს.რა სისწრაფე, რა ტექნიკა,რა სიჩაუქე და რა სამწუხაროა,რომ ასეთი ნიჭის პატრონი უფრო დიდხანს არ თამაშობდა და სათანადოდ გამოყენებული და დაფასებული არ იქნა საქართველოში.ის ხომ მრავალ გამარჯვებას მოუტანდა ქართულ ფეხბურთს და მრავალჯერ დაამტკცებდა,რომ ქართველებსაც შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.
ავთო
18:56 29-11-2015
0
ბრავო!!!!
დათო
16:37 27-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული