სანდრო კობახიძე: წმინდა ადამიანურად, შემეცოდა მეტოქე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა ზაპოროჟიეს "მეტალურგი" არასაფეხბურთო ანგარიშით, 9:1 დაამარცხა.

თამაშის შემდეგ სანდრომ კლუბის ოფიციალურ საიტს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

- ფეხბურთში ხდება ზოგჯერ, როცა ერთი გუნდი მეორეს 9 გოლს გაუტანს. ზაპოროჟიეს გუნდს ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ჩვენ კი, პრაქტიკულად, ყველა მომენტი გოლად ვაქციეთ. შედეგად, მეტოქისთვის ძალიან უსიამოვნო ანგარიში დაფიქსირდა. თუმცა, "მეტალურგს" ნამდვილად კარგი ახალგაზრდები ჰყავს, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ.

- "შახტართან" მატჩის შემდეგ ვიტალი კვარციანიმ თქვა, რომ
მომავალ მატჩში 10 გოლს გაიტანდით. გამოდის, რომ დავალება ვერ შეასრულეთ?

- გამოდის, რომ ვერ შევასრულეთ. რაც მთავარია, გავიმარჯვეთ. კარგია, რომ ასე ბევრი გავიტანეთ, მაგრამ რაც მთავარია, სამი ქულა მოვიპოვეთ.

- არ შეგეცოდნენ მეტოქე გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეები?
- წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მართლაც შემეცოდნენ, მაგრამ ჩვენიც უნდა გაიგოთ - ჩვენ ფეხბურთელები ვართ, მოედანზე სათამაშოდ და გოლების გასატანად გამოვდივართ. გერმანიამ დაინდო ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატზე და შეწყვიტა გატანა?

- დღეიდან უკვე "დნიპროსთან" მატჩზე ფიქრობთ. "ვოლინის" ბევრი მოთამაშისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება?
- გულისხმობთ მათ, ვინც იჯარით ამ კლუბიდანაა გადმოსული? უკვე არაერთხელ მკითხეს ამის შესახებ. სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტული მეტოქის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. უბრალოდ, გამოვალ და შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული