აი, რას წერს "რუბინის" ოფიციალური საიტი ქართველის გოლზე:
"ისე ჩანდა, რომ "სპარტაკის" გამარჯვებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა, მაგრამ სხვანაირად ფიქრობდნენ კვირკველია და ნაბიბულინი. ამ უკანასკნელის ჩაწოდების შემდეგ კვირკველიამ მკერდით დაამუშავა ბურთი და ნამდვილი ფორვარდივით გაიტანა. იყო მცირე რიკოშეტიც, მაგრამ უმართლებს იმას, ვისაც... უმართლებს".
"სპარტაკის" რიგებში არ უთამაშია ჯანო ანანიძეს, ვინც ვარჯიში ახლახან განაახლა.
* * *
კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა გასვლაზე 1:0 მოუგო "აია ნაპას". ამ მოგებით ჩვენებურის გუნდი პირველ პოზიციას დაუბრუნდა.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"