აზერბაიჯანის თასის გათამაშების მერვედფინალში ჩვენებურების "ინტერმა" გასვლაზე 3:1 მოუგო თოვუზის "თურანს". ზაურ სვანაძის გუნდის რიგებში 24-ე წუთზე თავი მცველმა ლაშა კასრაძემ გამოიჩინა. მან 90 წუთიც ითამაშა. სრული მატჩი ჩაატარეს ასევე მეკარე გიორგი ლომაიამ და უკანახაზელმა ლაშა სალუქვაძემ. განაცხადში არ იყო ზურაბ ხიზანიშვილი.
როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ზურაბს მსუბუქი ტრავმა აქვს. ბაქოელთა კიდევ ერთი ქართველი, ნიკა კვეკვესკირი კი კარგა ხანია, გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. "ინტერი" თასის მეოთხედფინალშია.
აზალ-მა საკუთარ მოედანზე
"ნეფთჩალამ" საკუთარ მოედანზე 0:1 წააგო "სუმგაითთან". მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა დავით ჯანელიძემ.
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის მორიგ ტურში "ჟილ ვისენტემ" სტუმრად 2:1 სძლია "ოლივეირენშეს". გამარჯვებულთა შორის 87 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ.
ამავე ლიგაში, გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" სტუმრად 1:0 მოუგო "ვარზიმს". მაკარიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო.
პოლონეთის ჩემპიონატში "პოგონმა" გდანსკის "ლეხია" მიიღო. ტრავმის შემდეგ მასპინძელთა რიგებს დაუბრუნდა ლადო დვალიშვილი. ქართველი ფორვარდი მინდორზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. "პოგონმა" კი ბოლო წამზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.
საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "გინგამი"-"რეიმსის" (1:2) მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
ბელგიის თასის 1/4-ფინალში, რომელშიც ქართველების "გენკმა" "შარლერუას" უმასპინძლა და პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა (ძირითადი დრო 1:1), არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"