"იმავე ღამეს, როცა "კრილიასთან" კონტრაქტი გავაფორმე, "ჩელსის" დირექტორმა დამირეკა, ჟოზე მოურინიომ ნახა შენი თამაშები და მოეწონეო. "ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, მეკარეს ვეძებთ და ორშაბათს ჩამოდი", - პირდაპირ ასე მითხრა. არც კი დავიჯერე. ავუხსენი სიტუაცია.
შემეძლო "კრილიაში" არც მოვსულიყავი და ახლა "ნოტინგემ ფორესტში" მეთამაშა. როცა "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე, "ნოტინგემის" ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ივლისში ინგლისში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, პრემიერლიგაში სათამაშოდ
სწორედ მეორე პირობამ შემიშალა ხელი. გული დამწყდა? ვის არ დაწყდებოდა გული? მაგრამ არა უშავს, ახლა თავს აქ წარმოვაჩენ. ასეთია ბედისწერა".