გიორგი ლორია: "ჩელსიდან" დამირეკეს, კურტუამ ტრავმა მიიღო და ორშაბათს ჩამოდიო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და "კრილიას" მეკარის, გიორგი ლორიას თქმით, მას ინგლისში გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ ეროვნულმა ნაკრებმა შეუშალა ხელი.

"იმავე ღამეს, როცა "კრილიასთან" კონტრაქტი გავაფორმე, "ჩელსის" დირექტორმა დამირეკა, ჟოზე მოურინიომ ნახა შენი თამაშები და მოეწონეო. "ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, მეკარეს ვეძებთ და ორშაბათს ჩამოდი", - პირდაპირ ასე მითხრა. არც კი დავიჯერე. ავუხსენი სიტუაცია.

შემეძლო "კრილიაში" არც მოვსულიყავი და ახლა "ნოტინგემ ფორესტში" მეთამაშა. როცა "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე, "ნოტინგემის" ვარიანტი გამომიჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ივლისში ინგლისში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, პრემიერლიგაში სათამაშოდ
ეროვნულ ნაკრებში თამაშების გარკვეული რაოდენობა უნდა გქონდეს ჩატარებული და ნაკრები ტოპ-70-ში უნდა შედიოდეს.

სწორედ მეორე პირობამ შემიშალა ხელი. გული დამწყდა? ვის არ დაწყდებოდა გული? მაგრამ არა უშავს, ახლა თავს აქ წარმოვაჩენ. ასეთია ბედისწერა".
მკითხველის კომენტარები / 20 /
ცუდი შეიძლება არ არის,მაგრამ ჩელსი!!!??? კარგით რა.
avoeee
14:39 04-12-2015
0
აბა რა გინდა? მანჩესტერი და არსენალს არ უნდათ და მაშინ სხვა გუნდი დაასახელე უკეთესი!!
avoeee-s
16:52 04-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული