სანდრო კობახიძე: ჯავშანჟილეტით სირბილი საშინელებაა, მაგრამ მერე მივეჩვიე

AutoSharing Option
ლუცკის "ვოლინის" ნახევარმცველ სანდრო კობახიძესთან ინტერვიუ sport.ua-მ შემოგვთავაზა.

- სანდრო თქვენმა გუნდმა ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო...
- მიხარია, რომ კლუბისთვის სარეკორდო მატჩში მონაწილეობა მივიღე. "მეტალურგი" დასუსტებულია, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. სამი სწრაფი გოლის შემდეგ, მეტოქე სულ დაიბნა. 10-ჯერ დავარტყით კარში და 9 გოლი გავიტანეთ.

- სტატისტიკას ხშირად უყურებთ და საკუთარი თამაშის ანალიზს აკეთებთ?
- სტატისტიკას სულ ვათვალიერებ. სულ მაინტერესებს ჩემი მონაცემები ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვერ ვიგებ. სერგეი კრავჩენკო ნახულობს ხოლმე დეტალურ სტატისტიკას და საინტერესოა.

- დუბლი შეასრულეთ,
გახსოვთ წინა დუბლი?
- ამავე სეზონში თასზე გავიტანე, ჩემპიონატში კი ჯერ კიდევ "არსენალში" თამაშისას, სამი წლის წინათ.

- ამით თქვენი გუნდი მესამე ადგილს მიუახლოვდა...
- რეალისტები უნდა ვიყოთ, თუმცა გუნდს შეუძლია ევროპალიგის საგზურის მოპოვება. ვფიქრობ, მესამე ადგილის გუნდი მაინც არ ვართ. ჩვენთვის ევროთასების საგზური არავის დაუსახია, მაგრამ შეიძლება მივაღწიოთ ამ მიზანს.

- მომდევნო მატჩი "დნიპროსთან" გაქვთ, რომელსაც ეკუთვნით...
- ჩემთვის ყველა შეხვედრა ერთნაირად პრინციპულია.

- "ვოლინი" თქვენი მე-4 უკრაინული კლუბია მოგწონთ ლუცკში?
- ჩემთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა, რომელიც "დნიპროში" არ მქონდა, თუმცა თავს იქაც კარგად ვგრძნობდი. მომავალში, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეზე თამაში მსურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერა სწორად ვითარდება.

- უკრაინაში ბევრ ქართველს უთამაშია, ყველაზე გამორჩეული ვინ იყო?
- გამოვყოფ ჯაბა კანკავას, გიორგი დემეტრაძეს და კახა კალაძეს, რომლისთვისაც "დინამო" ტრამპლინი იყო "მილანში" გადასასვლელად.

- ქართველები მუდამ საფეხბურთო ტალანტის სიუხვით გამოირჩეოდით, რატომ მიდიან ფეხბურთელები საზღვარგარეთ სათამაშოდ?
- იმიტომ, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია. იქ თავის გამოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ზუსტი პასუხი არ მაქვს, ეს უნდა ვკითხოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს. რატომ ვერ იქმება საქართველოში კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი. არადა, კლიმატი მთელი წლის განმავლობაში თამაშის საშუალებას იძლევა. ალბათ, არ სურთ ინვესტორებს ფეხბურთში ფულის ჩადება საქართველოში.

- უკრაინაში რომელ ქართველთან მეგობრობთ ყველაზე მეტად?
- კანკავასთან, რომელიც საფრანგეთში გადავიდა. ერთმანეთს არც ახლა ვკარგავთ. თემურ ფარცვანიასა და ჯაბა ლიპარტიასთანაც ვახლობლობ.

- რომელი ჩემპიონატი მოგწონთ?
- პირველ რიგში მსურს "დნიპროში" დავიმკვიდრო თავი, "ვოლინში" ამ სეზონის ბოლომდე ვარ, მერე ვნახოთ. ბავშვობიდან მიყვარს პრემიერლიგა, თითქმის, ყველა თამაშს ვუყურებ. ეს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. კონოპლიანკას ინგლისში წასვლას ვურჩევდი, მაგრამ არ დამიჯერა (იცინის).

- რაც აქ ხართ, თქვენმა თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი სამჯერ მოიგო...
- ფეხბურთელისთვის უკეთეს პირველობაში თამაში სჯობს, უკრაინის ლიგა უკეთესია. რა თქმა უნდა, "დინამოს" ამბებს ვიგებ და ვგულშემატკივრობ.

- არ შეგვიძლია არ გკითხოთ, როგორ მუშაობთ კვარციანისთან?
- დიახ, ის ემოციური მწვრთნელია, მაგრამ მე პრობლემები არ მქონია. მახსობს, ღამის სამზე გამოვცხადდი გუნდში და დილის შვიდზე ვარჯიშზე ვიყავი.

- ჯავშანჟილეტში გივარჯიშიათ?
- კი, დილით ამით სირბილი საშინელებაა, მაგრამ მერე მივეჩვიე.

- როგორია სანდრო კობახიძის საფეხბურთო ოცნება?
- საქართველოს ნაკრების მოხვედრა დიდ ტურნირზე და ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლა სათამაშოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული