ლეგიონი: გიორგი ლორიას მოსკოვში გამარჯობის თქმაც არ აცალეს [ViDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის XVIII ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს.

მოსკოვში "სპარტაკმა", რომლის ღირსებას ჯანო ანანიძე იცავს, გიორგი ლორიას გუნდი "კრილია სოვეტოვი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს გოლი პირველსავე წუთზე გაუტანეს. ახლო მანძილიდან კვინსი პრომესის დარტყმის შემდეგ, ლორია უძლური იყო, კარი გადაერჩინა. სამაგიეროდ, დარჩენილ დროში გიორგიმ არაერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა სტუმართა კარი.

"სპარტაკის" განაცხადში არ ყოფილა ანანიძე, რომელიც ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის.

* * *
ასევე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა საბა კვირკველიას
გუნდი ყაზანის "რუბინი", რომელიც სტუმრად "როსტოვს" დაუპირისპირდა. კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

XVIII ტურის შემდეგ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "სპარტაკი" 30 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. 20 ქულა აქვს "რუბინს", რომელიც მე-9 ადგილზეა, ხოლო "კრილია" 19 ქულით - მე-12.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ იყო ლორიას ბრალი ეგ გოლი, აუღებელი დაურტყა ახლო მანძილიდან. დაცვის ბრალია რომ მანდამდე შეუშვეს მოწინააღმდეგე პირველსავე წუთზე.
აუღებელი იყო
16:29 05-12-2015
0
და ამას, ხან ,,ბარსელონადან,, ზარი აღვიძებდა და ხან კიდევ ,,ჩელსიდან,, მაურინიო აწუხებდა?!
oe, oeee !!!
14:56 05-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული