სანდრო კობახიძე: ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი გარემოა

AutoSharing Option
ლუცკის "ვოლინის" ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოსა და ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა.

- გენატრება საქართველო?
- კი, რა თქმა უნდა.

- წელიწადში რამდენჯერ ახერხებ ოჯახის წევრებისა და ნათესავების მონახულებას?
- როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა. თუ რამდენიმე თავისუფალი დღე მაქვს, პირდაპირ თვითმფრინავში ვჯდები.

- საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩააგდო...
- შეიძლება ასეც ითქვას. რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგალითად, გერმანიასთან (1:2), შოტლანდიასთან (1:0), მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. საბოლოო ჯამში, ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე
გავედით, ეს კი არ იყო ის შედეგი, რასაც გულშემატკივარი ელოდა.

დიდი იმედი მაქვს, შემდეგი შესარჩევი წარმატებული გამოდგება. ჩვენს ჯგუფში ისეთი გუნდები არიან (უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა), რომლებთანაც შეგვიძლია და უნდა ვიბრძოლოთ ჯგუფიდან გასასვლელად.

- საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა პირველობაზე ასპარეზობენ. როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ ახერხებთ მოხვედრას?
- ეს კითხვა ბევრს აქვს, მაგრამ პასუხი არ გამაჩნია. სერბეთის ნაკრები შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა - შედეგი არ აქვს.

სხვათა შორის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა. ახალი მწვრთნელი გვყავს, ამიტომ მჯერა, მომავალში ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული