"ოლექსანდრია" დონეცკის "შახტარისგან" დავით თარგამაძეს გამოისყიდის

AutoSharing Option
"ჰოვერლასთან" 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც "ოლექსანდრიას" ნახევარმცველმა დავით თარგამაძემ საგოლე პასი გააკეთა, გუნდის თავკაცმა ვლადიმირ შარანმა შემდეგი განაცხადა:

"დღეს თარგამაძეს ძალიან უჭირდა, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ და ითამაშა. მას ტერფი სტკიოდა. ახლო მომავალში ჩვენ "შახტარს" ვთხოვთ თარგამაძის იჯარის გაგრძელებას".

თუმცა, ერთ-ერთი წყაროს (footmania.com.ua) ცნობით, ზამთარში "ოლექსანდრიამ" შესაძლოა, სულაც გამოისყიდოს თარგამაძე.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ოლექსანდრიამ" შესაძლოა, სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს დავით თარგამაძესთან. ქართველის კარგმა თამაშმა "ოლექსანდრიას" ხელმძღვანელობას გადააწყვეტინა, დაიტოვოს თარგამაძე. ის "შახტარს" ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია, რა საკომპენსაციო თანხაზეა ლაპარაკი", - წერს
საიტი.

შეგახსენებთ, რომ დავით თარგამაძე ზაფხულში გადავიდა "ოლექსანდრიაში" იჯარით და 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა უკრაინის პრემიერლიგაში. ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული