გიორგი ფოფხაძე: ალბანეთისკენ გახედვაც აღარ მინდა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მცველმა გიორგი ფოფხაძემ ალბანური "ფლამურტარი" დატოვა. ასევე მოიქცა ეროვნული გუნდის 28 წლის ფორვარდი ბაჩანა ცხადაძეც. თავის დროზე, "ფლამურტარიში" ანალოგიურ პრობლემას წააწყდა ნაკრების კიდევ ერთი თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი, რომელიც იქ "ზესტაფონიდან" გადავიდა...

რა გახდა ქართველების "ფლამურტარიდან" წამოსვლის მიზეზი? "ლელო" თბილისში დაბრუნებულ ფოფხაძეს გაესაუბრა...

- მეც და ბაჩანა ცხადაძეც "ფლამურტარიდან" წამოვედით. იქ დარჩენა უკვე აღარ შეიძლებოდა! საერთოდ აღარ იხდიდნენ ფულს, - გვითხრა ფოფხაძემ საუბრის დასაწყისში.

- მოდით, თავიდან დავიწყოთ. ცოტა მოულოდნელი კი იყო თქვენი წასვლა "ფლამურტარიში"...
-
მთავარი, რის გამოც მივედი "ფლამურტარიში", ეს იყო მწვრთნელის ფაქტორი. სტანისლავ ლევი ძალიან კარგი სპეციალისტია. თავის დროზე მან პოლონური "შლიონსკი" ჩემპიონი გახადა. ის მიცნობდა "იაგელონიიდან". მეც ვიცოდი მისი სტილი, საქმისადმი მიდგომა... მოკლედ, ძალიან კარგი მწვრთნელია. ვიცოდი, რომ ალბანური საზომებით ძალიან ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება სურდათ - დაახლოებით იმ დონის, დღეს "სკენდერბეუ" რომ არის. ფინანსური პირობებიც კარგი იყო... ვნახე ქალაქი, სტადიონი, ბაზა... ყველაფერი მომეწონა და გადავწყვიტე, ამ გუნდში გამეგრძელებინა კარიერა. მით უმეტეს, იმ დროს ასარჩევად არ იყო საქმე...

- ...მაგრამ ჩახვედით ალბანეთში და დაგხვდათ...
- სხვათა შორის, ვლიორი, საიდანაც არის "ფლამურტარი", ძალიან ლამაზი ქალაქია ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე... დაიწყო ჩემპიონატი და ეგრევე დაიწყო სირთულეებიც. საკმაოდ დიდი ხელფასები იყო გუნდში და ფულს არ იხდიდნენ. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა საბოლოოდ ვერა და ვერ გადმოიფორმა კლუბი და ის იურიდიულად ისევ ქალაქს ეკუთვნის. ეს კაცი ამბობდა, ტყუილად გამომდის ფულის ხარჯვა, ჩემი მაინც არაფერი არ არისო. საბოლოოდ, ამ დავას გადაჰყვა ყველაფერი.

ისე, "ფლამურტარის" ორი სპონსორი ჰყავს - სერიოზული თურქული კომპანია და ერთიც - ნავთობკომპანია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო სიახლე იყო. ჩვენ უკან ხომ ოჯახები დგას. როცა ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობს, ის თავს ვერ გამოიჩენს...

ფაქტია, ხელფასების გადახდა არ უნდოდათ. მეორე მხრივ, ასე ვერ ავდგებოდით და ვერ დავტოვებდით გუნდს. შუა სეზონში უთამაშებლად დარჩენა ვის უხარია?! თანაც, საქართველოს ნაკრების ყველა მატჩისთვის ბოლომდე უნდა ვყოფილიყავით მზად... ბევრი ვითმინეთ და ბოლოს წამოსვლის დროც მოვიდა...

რაც შეეხება ლევის, ის ორი თვე მუშაობდა გუნდში და როცა შეატყო, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა, ადგა და წავიდა. ყველაფერი იღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ რა უნდა ექნა? ხელფასებს ის ხომ ვერ დაარიგებდა?!

- გასაგებია. საერთოდ, როგორი დონის ტურნირია ალბანეთის ჩემპიონატი? როგორ ფეხბურთს ანიჭებენ იქ უპირატესობას?
- ვერ ვიტყვი, რომ აქცენტი ტექნიკურ ფეხბურთზე კეთდება, უფრო ფიზიკურ სიძლიერეს, სიხისტეს აქცევენ ყურადღებას. თუ ფიზიკურად კარგად არ ხარ მომზადებული, გაგიჭირდება... რაც შეეხება პირველობის დონეს, იოლი მატჩები იშვიათობაა, უმეტესობაში ბრძოლაა.

- თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალბანეთის ჩემპიონატი ბოლო დროს პროგრესის გზაზე დგას, საქართველოს პირველობისგან განსხვავებით...
- ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, მაგრამ ვამბობ იმას, რაც ფაქტია - დღეს ალბანეთის ჩემპიონატი ჩვენსაზე მაღალი დონისაა.

- როგორია ალბანური კლუბების ორიენტირი საკადრო და სახელფასო კუთხით?
- ალბანური კლუბების უმრავლესობა აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებს. რასაც მე დავაკვირდი, იქ ძალიან ფასობენ ლეგიონერები. თავად ალბანელები ნაკლებ პატივს სცემენ ადგილობრივ ფეხბურთელს... მაგალითად, ალბანელი ფეხბურთელი შეიძლება 2000 ევროდ თამაშობდეს, ლეგიონერის ხელფასი კი, შეიძლება 7-დან 10 ათას ევრომდე იყოს.

ფაქტია, ფული იდება იქაურ ფეხბურთში, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როგორიც ჩვენ მოგვივიდა... აგერ, თვალწინ გვაქვს "სკენდერბეუს" მაგალითი. გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, არადა, ვინ წარმოიდგენდა ამას ცოტა ხნის წინათ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა...

იქ 2000 ევრო კარგ ხელფასად ითვლება. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან სიიაფეა...

- ხელფასი როგორ უნდა აიღოთ?
- საქართველოში წამოსვლის წინ მე და ბაჩანა შევხვდით "ფლამურტარის" პრეზიდენტს. მას პირდაპირ ვუთხარი - ისეთ გუნდებში ვთამაშობდი, რომ ასეთი პრობლემა არ შემქმნია-მეთქი. ცხოვრებაში არავისთვის მიჩივლია და არ მინდა "ფლამურტარის" ვუჩივლო-მეთქი. არადა, ჩვენ გარდა, კლუბს თითქმის ყველა ფეხბურთელმა უჩივლა. ვუთხარი, რაც მეკუთვნის, გადამიხადეთ, თორემ მერე საქმეში ჯერ ჩემი ადვოკატი ჩაერევა, მერე კი - ფიფა და უეფა-მეთქი.

მე და ბაჩანას სულ მადლობები გვიხადა პრეზიდენტმა. შევთანხმდით იმაზეც, რომ კლუბი ჩვენს სახელფასო დავალიანებას დაფარავდა, თუმცა დრო მიდის და ჯერ არავის არაფერი გადაუხდია. ასეთი სიტუაციაა ახლა და მომავალში რა იქნება, ვნახოთ...

- ამ ეტაპზე, კონკრეტული კლუბი ხომ არ არის თქვენით დაინტერესებული?
- არა, ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ, ახლა ჩამოვედი ალბანეთიდან. თავადაც იცით, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და იმისაც მჯერა, რომ უგუნდოდ ყოფნის პერიოდი დიდხანს არ გამიგრძელდება.

- ალბანური გუნდების მხრიდანაც ხომ არ არის დაინტერესება?
- დარწმუნებული ვარ, იქნება ინტერესი. ეს მეხება როგორც მე, ისე ბაჩანა ცხადაძესაც. არც მე მითამაშია ცუდად და ბაჩანამაც გოლები გაიტანა... მაგრამ გულწრფელად გეტყვით: ალბანეთისკენ გახედვაც აღარ მინდა! მირჩევნია, სხვაგან გავაგრძელო კარიერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
Ra mnishvneloba aqvs ramdeni goli gaitana an ar gaitana,an rogor itamasha, kontraqti qonda gapormebuli da rac ekutvnis is unda gadauxadon. Sacyenia tu magal doneze ver tamashoben, magram mtavaria cdiloben da tavisi shromit da jansagi cxovrebis cesit cxovroben.
Dato
09 დეკემბერი 2015 12:02
0
ბაქოს ინტერიდან წამოვიდა კახა და ესეც გამოაგდეს, წავიდა ალბანეთში და იქაც 3-4 გოლი გაიტანა ცენტრფორვარდმა, 6 თვეში, კიდეე პრეტენზია გაქვს რო ხელფასს არ გიხდიდნენ??? ან რა ხელფასს ითხოვ წელიწადში 1 გოლი გაგაქვს
juna
08 დეკემბერი 2015 22:50
0
აბა ალბანეთში რო მიდიოდით შენ და ტრენეროვიჩი რა გეგონათ?? დოლ გამონს დაგახვედრებდნენ?
gio
08 დეკემბერი 2015 20:46
0
ფეხბურთელები რო დაბალი დონის არიან ბაზარი არაა, მაგრამ არ იმათი მესმის აქ რომ წერენ ესენი ფულზე ფიქრობენო. ვინც ეგ დაწერა 3-4 თვე იმუშავებს უხელფასოდ, თან საზღვარგარეთ?
gio
08 დეკემბერი 2015 20:14
0
ასეთ ფეხბურტელებს რა უნდათ ნაკრებში? ესაა ფეხბურთელი სულ რომ ფულზე ფიქრობს?
kaxi
08 დეკემბერი 2015 19:39
0
გენაცვალე ტოო, საწყენათ არ მითქვამს, უბრალოოდ მთელმა ქვეყანამ იცის რო ტრენეროვიჩი არის ბაჩანა ცხადაძე, რომელმაც ბოლო გოლი 4 წლის წინ გაიტანა მარა მაინც ხვდება ეროვნულ ნაკრებში)))) რა გვეშველებაააააააა)))))))
iorgo
08 დეკემბერი 2015 18:32
0
ხოოოო! გავიგე. ტრენეროვიჩი ალბათ ბაჩანა ცხადაძეა ხოლო მამიკო კახაბერ ცხადაძე. ისე როგორც პრემიეროვიჩი რაღიბაშვილია, პრემიერი კი იყო ბიძინა. ახლა გავიგე. იასნა ნუ!!!!
ბუზი
08 დეკემბერი 2015 17:47
0
აიიიიი ბაჩანას ნათამაშებიი არ გაიშვა)))))) ტრენეროვიიიჩ მაქედანააც გამოგაგდეეს?)))) ...
mdaa
08 დეკემბერი 2015 17:43
0
ბუზო_ რა ვერ გაიგე?? .... უშოვნის მამიკო რამე გუნდს, საქ ნაკრებში ხოო დაუბევა ადგილი და სადმე შეტენის კიდე რა პრობლემაა, გაიგე ეხლა??
iorgo
08 დეკემბერი 2015 17:42
0
კოღო - "ტრენეროვიჩს გამოუძებნის გუნდს მამიკო". თუ ამ "წინადადებას" ვინმე გადათარგნის, რესტორანს ვკისრულობ. ნაღდად ვერ გავიგე რის თქმა უნდა ავტორს ანუ მალარიის გამომწვევ კოღოს.
ბუზი
08 დეკემბერი 2015 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული