ჯაბა ლიპარტიას გადაბირება ერთ-ერთ თურქულ კლუბს სურს

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" 29 წლის შემტევის, ჯაბა ლიპარტიას გადაბირება ერთ-ერთ თურქულ კლუბს სურს, რომლის სახელიც, წესით, სულ მალე უნდა გამჟღავნდეს. ჩვენი ინფორმაციით, ინკოგნიტო თურქული გუნდის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ უკრაინაში ლიპარტიას თამაშის სანახავად.

"ზორიას" კარგი სეზონი აქვს - ლიპარტიას გუნდი პირველი წრის დასრულების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. არის იმის ალბათობა, რომ ტრანსფერი ზამთარში შედგეს...

ლიპარტია ქართველმა გულშემატკივარმა პირველად "ვიტ ჯორჯიაში" გაიცნო. ლუგანსკური კლუბის ღირსებას ის 2011 წლიდან იცავს, საქართველოს ნაკრებში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ამ დროისთვის თურქულ სუპერლიგაში ერთადერთი ქართველი
დაგვრჩა -"რიზესპორის" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული