"ნეფთჩი", რუსეთი, თურქეთი, ჰოლანდია და ზარი... ჩინეთიდან - შოთას ვარიანტები

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, აზერბაიჯანულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაქოს "ნეფთჩი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ნეფთჩი" მეექვსე ადგილზეა. კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს ეძებს და ზამთარში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.

ინფორმაცია სანდო წყაროსთან გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ "ნეფთჩი" შოთას მართლაც შეეხმიანა, თუმცა თავაზიანი უარი მიიღო. ალბათ იმიტომ, რომ არველაძეს ამ დროისთვის რამდენიმე, გაცილებით საინტერესო შეთავაზება აქვს რუსეთიდან, თურქეთიდან, ჰოლანდიიდან...

სულ ცინცხალი ინფორმაციაა - შოთას ტელეფონზე ერთ-ერთი ჩინური კლუბიდანაც გაისმა ზარი.

ისე, ბოლო დროს ჩინური
ფეხბურთის პროგრესი თვალსაჩინოა და იქაურმა კლუბებმა არაერთი ცნობილი ფეხბურთელიც გადაიბირეს.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოველდღე არველაძეს პიარით არ დაიღალეთ?! რა ჰოლანდია რისი რუსეთი და ჩინეთი... სადაც იმუშავა რა გააკეთა რომ სხვა დაინტერესებულიყო მისით????? აბა თქვენ იცით დაბლოკეთ!
kiravakanski
18:02 09-12-2015
0
ვინც მეტს გადაუხდის იასნია
Unknown
13:24 09-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული