ნიკა ნიკურაძე: "აიაქსში" მწვრთნელებს მოვწონვარ და იმედია, დამაწინაურებენ

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" დუბლებში მოთამაშე 22 წლის ქართველი მცველის ნიკა ნიკურაძის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის.

Sportall.ge ნიკურაძეს ჰოლანდიაში დაუკავშირდა და სიახლეებზე ესაუბრა.

- "აიაქსში" როგორ მიგდის საქმეები?
- შეიძლება ითქვას, რომ კარგად. ვვარჯიშობ, ფორმაში ვდგები ნელ-ნელა, მწვრთნელებსაც ძალიან მოვწონვარ, სულ მაქებენ. იმედი მაქვს, მალე დამაწინაურებენ.

- ადრე თქვი, მესამე ლიგაში კარგად თუ თამაშობ, სხვა კარგ გუნდს მიყავხარო. რომ არაფერი ვთქვათ "აიაქსში" დაწინაურებაზე, გაქვს შემოთავაზებები სხვა გუნდებიდან?
- კი, საკმაოდ კარგი და ცნობილი ევროპული გუნდებიდან მაქვს შემოთავაზება. შემიძლია წასვლა, მაგრამ
"აიაქსში" ყოფნა მსურს. მინდა შესაძლებლობების მაქსიმუმი აქ გამოვავლინო და როცა ვიგრძნობ, რომ მზად ვარ დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, შეთავაზებებზეც დავფიქრდები.

- საქართველოდან არ დაგიკავშირდნენ?
- სამწუხაროდ, არა. აქ სწორედ იმიტომ ვთამაშობ და ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო, რომ საქართველოში დაინახონ ეს. ისე კი, ძმებ არველაძეებს ვიცნობ. რეზი არველაძესთან საკმაოდ ხშირი კონტაქტი მაქვს.

- არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა ფეხბურთელს მოქალაქეობა შეუცვლია და სხვა ქვეყნის ნაკრებში უთამაშია. ხომ არ აპირებ იმავეს?
- ჯერჯერობით არა. ჯერ მსურს ფორმაში შევიდე, მაქსიმუმი გავაკეთო და მერეც თუ არ მომეცა ნაკრებში შანსი, აუცილებლად დავფიქრდები მოქალაქეობის შეცვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული