გიორგი ჭანტურია "დუისბურგის" მწვრთნელმა დაიცვა

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის ბოლო ტურში აუტსაიდერი "დუისბურგი" 2:4 დამარცხდა ერთ-ერთ ლიდერ "ლაიპციგთან". ამ შეხვედრაში "დუისბურგის" განაცხადში ვერ მოხვდა ლაშა დვალი, ხოლო გიორგი ჭანტურია შესვენებაზე შეცვალეს. ქართველმა მედიაში კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მას დამცველიც გამოუჩნდა.

"ბილდთან" ინტერვიუში "დუისბურგის" ბულგარელმა მწვრთნელმა ილია გრუევმა შემდეგი განაცხადა:

"გიორგის თამაშს რაც შეეხება, მან ისევე მოინდომა, როგორც "ზანდჰაუზენთან" შეხვედრაში, მაგრამ "ლაიპციგი" მაინც სულ სხვა კალიბრის გუნდია".

ამის მიუხედავად, "ბილდს" მიაჩნია, რომ დიდი შანსია, შემდეგ ტურში "კაიზერსლაუტერნის" წინააღმდეგ (13 დეკემბერს) ჭანტურიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს.

"დუისბურგი" 11 ქულით ბოლო
ადგილზეა, 22 წლის ჭანტურიას ანგარიშზე კი 7 მატჩში 1 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული