ჰოლანდიის ფეხბურთის მამებმა, მერაბ ჟორდანიას ბრალდების მიუხედავად, "ვიტესი" გაამართლეს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ფეხბურთის სამეფო ასოციაციამ (KNVB) არნემის "ვიტესის" ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას საჯარო განცხადებების საფუძველზე აწარმოა მოკვლევა, იყო თუ არა დანაშაულებრივი კავშირი ლონდონის "ჩელსისა" და "ვიტესს" შორის და ორივე კლუბი გაამართლა.

ჰოლანდიური ფეხბურთის მაღალჩინოსნებმა შეისწავლეს "ვიტესის" დოკუმენტაცია და მასში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, "ჩელსისა" და "ვიტესს" შორის არანაირი წერილობითი დასტური არ არსებობს, რომ ჰოლანდიური კლუბი ინგლისურის პოლიტიკის გამტარებელია და ამის გამო ხშირად ზარალდება "ვიტესის" შედეგები. მაგალითად, "ჩელსის" არ აწყობდა "ვიტესის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე (როგორც ირწმუნებოდა ჟორდანია).

მართალია, "ჩელსი" ხშირად იჯარის წესით უშვებს
ფეხბურთელებს "ვიტესში", მაგრამ ამაში ჰოლანდიური ფეხბურთის მამებმა უკანონო ვერაფერი დაინახეს. ამჟამად, "ვიტესის" პოლიტიკა "ჩელსის" გადაწყვეტილებებისგან თავისუფალია.

თუმცა ადრე ასე არ იყო - 2010 წელს მერაბ ჟორდანია სთხოვდა რომან აბრამოვიჩს უფლებას, ტეო ბოსი მოეხსნა და ალბერტ ფერერი დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ მედიაში დიდი ხანია, წერენ, რომ რეალურად "ვიტესის" მფლობელი სწორედ "ჩელსის" ბოსი რომან აბრამოვიჩია.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ჟორდანია "ვიტესიდან" ხმაურით წამოვიდა, მას ახლანდელ შეფობასთან დაპირისპირება აქვს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ორივე ქართველი ჩელსიში წაიყვანე და მაგარი კაცი იქნები
დათა ვეკუა
20:37 24-12-2015
0
ჟორდანია მდიდარია. ჟორდანიამ იყიდოს თბილისის დინამო.
გლადიატორები
12:06 24-12-2015
0

სიახლეები პოპულარული