პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა

AutoSharing Option
პოლონური უმაღლესი ლიგის (ექსტრაკლასა) ბინადარმა "ზავიშამ" 28 წლის ქართველი შემტევი გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა.

ამ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქალაქ ბიდგოშის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბში ალავერდაშვილმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

ალავერდაშვილს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია. გულშემატკივარს ის მეტწილად თბილისის "ლოკომოტივიდან" და რუსთავის "მეტალურგიდან" უნდა ახსოვდეს, საუკეთესო პერიოდი კი ლიტვაში ასპარეზობისას ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული