ამ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ქალაქ ბიდგოშის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბში ალავერდაშვილმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
ალავერდაშვილს სხვადასხვა დროს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია. გულშემატკივარს ის მეტწილად თბილისის "ლოკომოტივიდან" და რუსთავის "მეტალურგიდან" უნდა ახსოვდეს, საუკეთესო პერიოდი კი ლიტვაში ასპარეზობისას ჰქონდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"