რატომ არ ჩანს "რიზესფორის" შემადგენლობაში ნიკა ძალამიძე?

AutoSharing Option
ბოლო დროს თურქული "რიზესფორის" შემადგენლობაში აღარ ჩანს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე. თურქულ პრესაში მის თაობაზე არაფერი იწერება და გადავწყვიტეთ, ინფორმაცია საკუთარი არხებით მოგვეძიებინა.

როგორც გავარკვიეთ, ძალამიძეს ფეხის ტრავმა აწუხებდა. აღმოჩნდა, რომ ის საქართველოშიც იყო ჩამოსული. დღეს პრობლემა უკან დარჩა და 23 წლის ფეხბურთელი უკვე რიზეში გაემგზავრა.

ჩვენი ინფორმაციით, ძალამიძე "რიზესფორს" იანვარში, მალტაში დაგეგმილ შეკრებაზე გაჰყვება და ამის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, დარჩება ის გუნდში თუ სხვა კლუბს მიაშურებს.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალამიძემ უკვე არაერთი კლუბი გამოიცვალა. მას უთამაშია ზუგდიდის
"ბაიაში", მოსკოვის ცსკა-ში და პოლონურ გუნდებში - "ვიძევსა" და "იაგელონიაში". საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი მონაგარი 5 მატჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული