კუშანაშვილი: ცსკა-ს პრეზიდენტს შევეხვეწები, ან რევიშვილი იყიდოს, ან ლორია

AutoSharing Option
რუსეთში ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ "Sport FM"-ის წამყვანმა ოთარ კუშანაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის 2015 წლის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. კუშანაშვილის სამ რჩეულს შორის ორი ქართველია - "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია და "მორდოვიას" გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი.

ჟურნალისტის თქმით, ქართველი მეკარეები სეზონის აღმოჩენები არიან და უკეთეს გუნდში, მოსკოვის ცსკა-ში თამაშს ნამდვილად იმსახურებენ.

"გინერს (რედ: ცსკა-ს პრეზიდენტი) შევეხვეწები, რომ იგორ აკინფეევის შემცვლელად ან ნუკრი რევიშვილი იყიდოს, ან გიორგი ლორია.

ახალგაზრდა მეკარის "ფსიქოპათად" ქცევა არ შეიძლება, აკინფეევი კი ზუსტად ასეთად იქცა. ლორია, რევიშვილი (ჩემი
კლასელის შვილია) - სეზონის აღმოჩენები არიან", - ამბობს კუშანაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთარ გვახსოვხარ აგვისტოს ომის დროს რუსებს როგორ ამართლებდი. მიეხედე შენს ძველ საქმიანობას და შეეშვი ბიჭებს.
dato
15:59 25-12-2015
0
სააგენტოს ჩამოყალიბება ჰო არ უნდა? :D :D :D
giga
15:18 25-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული