რუსულმა ვებგვერდმა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის 10 საუკეთესო ლეგიონერს სტატია მიუძღვნა, რომლებიც, გამოცემის აზრით, უახლოეს პერიოდში კარიერას ევროპაში გააგრძელებენ. სასიხარულოა, რომ ათეულში ყაზანის "რუბინში" მოთამაშე ქართველი
საბა კვირკველიაც მოხვდა.
"საბა კვირკველია ("რუბინი", საქართველო), 23 წლის, სატრანსფერო ფასი: 4,5 მილიონი ევრო. კონტრაქტი: 30.06.2016-მდე.
რეალურად, საბას დიდი შანსი აქვს, რუსეთის პრემიერლიგის სხვა გუნდში გადაბარგდეს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველით, მაგალითად, სერია A-ს გუნდები დაინტერესდნენ.
თავად კვირკველია სწრაფი ფეხბურთელი არ არ
ის, მაგრამ პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს. ასე რომ, შესაძლებელია, აპენინებზე ვინმეს გამოადგეს. ის ახალგაზრდაა, მოქმედი კონტრაქტი კი ზაფხულში ეწურება - ესეც ღირებული არგუმენტებია", - წერს Soccer.ru ქართველ მცველზე.