ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლმა" აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ამ ნაკრებში მოხვდა ბაქოს "ინტერისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი.

მიმდინარე სეზონი კვეკვესკირისთვის საუკეთესოა კარიერაში. მან "ინტერში" 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამავე დროს, მან ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.

გარკვეული პერიოდი ნიკამ ტრავმის გამო გააცდინა. ახლა ის უკვე ჯანმრთელადაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმედია, 30 იანვრიდან, როცა აზერბაიჯანის ჩემპიონატი განახლდება, ძველებურ ფორმაში იქნება. "ინტერი" კი ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა და 8
ქულით ჩამორჩება ლიდერ "ყარაბაღს".

შეგახსენებთ, მანამდე კვეკვესკირი, სანდრო გურულთან ერთად (აზალ-ი), აზერბაიჯანის ჩემპიონატში წლის გამორჩეულ ტრანსფერებში დასახელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საჭირო ფეხბურთელია და იმედია უკეთეს ჩემპიონატში და გუნდში მოხვდება მალე ნაკრებში ისე თამაშობდა გეგონებოდა სტაჟიანი წევრი ყოფილიყო ნაკრების განსაკუთრებით გერმანიასთან მატჩს ვგულისხმობ.ის ევროპაში უკვე ითამაშებდა კარგი მებრძოლი და ჭკვიანი საყრდენია.
bebeto
22:19 29-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული