"ვიტესის" ფანებმა წელიწადი შეაფასეს: ოქტომბრის გმირი კაშია იყო, ნოემბრის - ყაზაიშვილი [VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ფანკლუბის ოფიციალურმა საიტმა 2015 წელი 12 ფოტოთი შეაფასა - ყოველი თვის 1 გამორჩეული ამბავი.

არნემელებმა 2015 წლის ოქტომბრის თვის საუკეთესო სიახლედ გურამ კაშიას მიერ გახანგრძლივებული კონტრაქტი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ გუნდის ქართველმა კაპიტანმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

ნოემბრის საუკეთესო მომენტად კი გუნდის მეორე ქართველის, ვაკო ყაზაიშვილის მიერ "ნაიმეგენის" კარში გატანილი გოლი დასახელდა.

იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, "ვიტესმა" ნოემბერში 3 შეხვედრა ("აიაქსი", "დენ ჰააგი" და "ნაიმეგენი) ჩაატარა, ყაზაიშვილი კი დერბიში გატანილი გოლით თვის გმირი გახდა.

ქართველების გუნდი 17 ტურის შემდეგ 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული