გიორგი ჭანტურია: რომ არა "ოლიმპი", დღეს მე, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი ფეხბურთელები არ ვიქნებოდით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და გერმანული "დუისბურგის" ფორვარდი გიორგი ჭანტურია ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სტადიონის ნგრევას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოეხმაურა.

"მსგავსი თემებით მანიპულირება ძალიან არ მიყვარს, უბრალოდ, მართლა სამარცხვინო საქციელია. ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ არის ქართულ ფეხბურთში დიდი პრობლემები.

ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაიზარდა ამ სტადიონზე და კიდევ ბევრი გაიზრდებოდა, ეს სიმახინჯე რომ არ მომხდარიყო.

ეს სტადიონი რომ არ არსებულიყო, დღეს მე, თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ფეხბურთელები არ ვიქნებოდით",
- წერს ფეხბურთელი "ფეისბუქში".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭანტურიას ფეხბურთის თამაში შეუძლია და იმედია გერმანელების ხელში ის კარგად ათამაშდება.
bebeto
22:39 30-12-2015
0
ვაკოს შენთან ოქრისთან ნუ ასახელებ
guka
17:32 30-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული