ბილიჩი: არც შოთას სურდა "ტრაბზონსფორის" გაწვრთნა...

AutoSharing Option
ინგლისური "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელის სლავენ ბილიჩის თქმით, ფეხბურთელის იმ გუნდში მწვრთნელად დანიშვნა, სადაც მას სახელი აქვს გათქმული, დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთ მაგალითად ხორვატმა შოთა არველაძე მოიყვანა.

შეგახსენებთ,რომ თავად ბილიჩი "ვესტ ჰემში" 1996-97 სეზონში ასპარეზობდა.

"იყო ასეთი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე. ის "ტრაბზონსფორში" თამაშობდა, მანდ სახელი გაითქვა. შემდეგ ამსტერდამის "აიაქსში" გადაბარგდა, რის შემდეგადაც "რეინჯერსს" მიაშურა. ის ნამდვილად ძლიერი ფორვარდი იყო. როცა თურქეთში "ბეშიქთაშს" ვწრვთნიდი, არველაძე "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი იყო.

"ტრაბზონსფორი" მის მწვრთნელად დანიშვნას ცდილობდა, მაგრამ შოთა ორი წლის მანძილზე უარით
ისტუმრებდა. ის ამბობდა: "ერთადერთი გუნდი, რომლის მწვრთნელობაც არ მსურს - "ტრაბზონსფორია". მე მანდ გმირი ვარ და არ მინდა სახელი გავიფუჭო".

საბოლოოდ, ის მაინც დათანხმდა მათ შემოთავაზებას და, თუ არ ვცდები, გუნდის პოსტი 2 თვის შემდეგ დატოვა. მასთან არ მისაუბრია ამაზე. ასე რომ ასეთი რისკი ყოველთვის არსებობს და მეც გავრისკე "ვესტ ჰემში" დაბრუნებით", - განაცხადა ბილიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად არ უნდა წასულიყო ტრპიზონში.
მალხაზი
18:39 04-01-2016
0
შოთას ალბათ სხაგან გამოუვა რაც ტრაბზონში არ გამოუვიდა იმედია.
bebeto
17:19 02-01-2016
0

სიახლეები პოპულარული