"კლუბი დიდ მადლობას უხდის ბექა ტუღუშს გაწეული შრომისათვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს მას".
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ტუღუშმა ამ სეზონში 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მისი თანაგუნდელია 29 წლის შოთა გრიგალაშვილი, რომელმაც ბოლო ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა.
ტუღუში კარიერას კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს, საიდანაც თავის დროზე "ახნასში" გადაბარგდა. ადრე მას ფინურ კლუბებშიც უთამაშია.
"ახნასი" 15 ქულით მე-11 ადგილზეა 14-გუნდიან ჩემპიონატში.