სანდრო გურული აზალ-იდან წამოვიდა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრესის ცნობით, ბაქოს აზალ-ი ქართველ ლეგიონერ სანდრო გურულს დაშორდა. ეს ცნობა ცოტა მოულოდნელია მას მერე, რაც აზერბაიჯანულმა მედიამ გურულის ტრანსფერი, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად მონათლა.

წყაროს ინფორმაციით, გურულს ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ მხარეებმა მისი გაწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს.

Sportinfo.az-ის ინფორმაციით, გურულმა უარი თქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მიზეზად კი სამშობლოში დაბრუნება და ტრავმის მორჩენა დაასახელა.

30 წლის გურულმა აზალ-ში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

აი, გუნდის მეორე ქართველი ნუგზარ კვირტია კი რჩება აზალ-ში. მან azerifootball.com-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ
გუნდი ხუთეულში მოხვედრას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული